აგვისტოდან თბილისი-პარიზს შორის რეგულარული ფრენები შესრულდება

21 ივლისი 2020, 15:15 314 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისიდან „ეარფრანსი“კვირაში 2-ჯერ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს.

"დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავუდასტურეთ „ეარფრანსს“ აგვისტოს დასაწყისიდან ფრენების შესრულება. ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს. მათ შეეძლებათ კვირაში ორი ავიარეისი განახორციელონ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ვაგრძელებთ მოლაპარაკებას „ეარბალტიკთანთბილისი-რიგას მიმართულებით და აქაც მალე გვქნება გადაწყვეტილება. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რომ აგვისტოში კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგურალური ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით. ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს"- განაცახდა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, "აირზენა" გააგრძელებს კომერციულ, ჩარტერულ რეისებს მომავალშიც გააგრძელებს.

"აირზენას" დაახლოებით, 16 ფრენა ექნება, ან ოდნავ მეტი, ვიდრე ჰქონდა ივლისის თვეში. ეს იქნება, ძირითადად, ვენა და ამსტერდამი. სხვა კომერციული ჩარტერებიც ჩვენთან შეთანხმებით, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით, პერიოდულად იქნება დაშვებული"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში