აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები - "თავისუფალ სივრცეში"

20 ივლისი 2020, 22:19 2063 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" - აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე და მონიტორინგის შედეგებზე საუბრობდნენ.

დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო რამოდენიმე მოვლენა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლებისადმი კრიტიკული შინაარსის გამო არ გააშუქა. გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" ეს შენიშვნები ფაქტებით იქნა უარყოფილი.

ამ თემასთან დაკავშირებით გადაცემის სტუმრები იყვნენ:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: აკაკი გოგიჩაიშვილი (20:00 საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი) და ფირუზ ბოლქვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში