კონტრაბანდული სიგარეტი ქუჩებში

20 ივლისი 2020, 20:22 723 ნახვა

საქართველოში გაძვირებული თამბაქო და კონტრაბანდის მოცულობის ზრდა. იმპორტიორების თქმით, გაძვირება გაგრძელდება, რადგან აქციზის განაკვეთის ზრდა სიგარეტის ფასში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ასახული. გადასახადის ზრდას ლარის გაუფასურებაც ემატება, რაც სიგარეტს კიდევ უფრო აძვირებს.

თამბაქოს იმპორტიორებმა ფასი შარშან ოთხ ეტაპად გაზარდეს. ამ ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან სხვადასხვა გზით თურქეთში წარმოებული სიგარეტი შემოაქვთ, რომელსაც ე.წ. აფხაზური აქციზური მარკები აქვს. ამის შედეგად საქართველოს ბიუჯეტი შემოსავალს კარგავს, ფული კი აფხაზეთის დე ფაქტო მმართველების ჯიბეში მიდის.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში