გიორგი გახარიას განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია. მისივე თქმით, საქმეში ჩართულია საერთაშორისო პარტნიორებიც. ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს დააკავეს.ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ეუთოში შეერთებული შტატების მისია.
გატაცებიდან ერთი კვირის თავზე,ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ზაზა გახელაძის საქმეს გახსნილად აცხადებს. განცხადებაში ნახსენებია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა“.გახელაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, სუსი აქტიურად აგრძელებს ცხელი ხაზით კომუნიკაციაც.