საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

22 აპრილი 2016, 00:00 3179 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ რაც სასამართლომ ბათუმში დაიწყო მუშაობა მოსამართლეებს, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით, გადაეცათ ბინები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ცხოვრების ღირსეული პირობებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო შეფასებებისგან. საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახის სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ-აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში