დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, 3 ინფიცირებულთან კონტაქტი, ორის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 895-ს შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში - 5 ათას 497, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 249 ადამიანი რჩება.