არა ოკუპაციას, თავისუფლება ზაზა გახელაძეს - ამ სახელწოდებით აქცია ევროპის მოედანზე მოქალაქეები, ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სოკოს საკრეფად წასული ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ფეხში დაჭრეს, შემდეგ უკანონოდ დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტიდან ცოტა ხანში დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ე.წ. კაგებეს პრესსამსახურის ცნობა გაავრცელეს. ხვალ ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება სოფელ ერგნეთში.