საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1003 შემთხვევაა დადასტურებული. 4 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ერთის წყარო კი, ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873 შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში - 5 ათას 640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244.
რაც შეეხება აჭარას, ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათან ორის გამოჯანმრთელებას კვირის ბოლომდე ელოდებიან. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.