მდინარე ჯუმში მაშველები 15 წლის მოზარდს მესამე დღეა ეძებენ 

15 ივლისი 2020, 10:10 1200 ნახვა

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში 15 წლის მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მაშველები დაკარგულ ბიჭს უკვე მესამე დღეა ეძებენ. მდინარე ჯუმის ნაპირთან მოწყობილია სპეციალური შტაბი. ძებნის ოპერაცია მღვრიე და ადიდებული წყლის გამო გართულებულია.

სამაშველო სამუშაოებში მყვინთავ-მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკაც. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. მოზარდი მდინარეში ორი დღის წინ საქონლის გამოსარეკად შევიდა, თუმცა ძლიერმა დინებამ წაიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი