კოღოები, ბათუმელები და მერია

14 ივლისი 2020, 20:22 603 ნახვა

პრობლემა, რომელიც ზაფხულობით აქტიურდება. - ეს კოღოა, საკითხი აქტუალურია ბათუმშიც, სადაც პარაზიტებთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი აქვთ შემუშავებული. თუმცა ხშირ შემთხვევაში, მათთან საბრძოლველად სპეციალური ტაბლეტები, სითხეები,  თუ ბადეები, საკმარისი არ არის. დადგენილია, რომ კოღოები სისხლით სავსე სხეულს კანის სუნით ირჩევენ. კოღოს ნაკბენს ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.

როგორც წესი, ნაკბენ ადგილზე სიწითლე ან შეშუპება წარმოიქმნება და ამ ყველაფერს თან ახლავს მცირე ქავილი. ეს პრობლემის წინაშე, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებიც არიან.როგორც ამბობენ, მწერების მომრავლების მთავარი მიზეზი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, რადგან წვიმიან ამინდში, ტერიტორიები დაიტბორა, რამაც კოღოს გამრავლება გამოიწვია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში