დღეიდან დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება ნებადართულია

13 ივლისი 2020, 13:14 1230 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი არაუმეტეს 200 ადამიანი დაიშვება. ყველაფერი ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს.

სხდომაზე ითქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე, ეტაპობრივად მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში