მდინარეში ცხედარი იპოვეს

05 ოქტომბერი 2016, 00:00 4761 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ქედაში ჭალახმელის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს,  სავარაუდოდ, ცხედარი  მახუნცეთში თამარის ხიდის ტერიტორიაზე წყალში ჩავარდნილ ჰოლანდიელ ტურისტს ეკუთვნის. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მაშველები მდინარე აჭარისწყალში დაკარგულ ტურისტს ექვსი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ხუთი ერთეული სამაშველო ტექნიკა და ორმოცი მაშველი მყვინთავებთან ერთად. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-  ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში