1-ელი ოქტომბრიდან, ქუთაისის აეროპორტიდან აბუ დაბის მიმართულებით რეგულარული რეისები შესრულდება

13 ივლისი 2020, 11:28 1750 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისები შესრულდება. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან მგზავრები ფრენას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ,,ვიზეარის" მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია ,,Wizz Air Abu Dhabi" შეასრულებს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ ,,Wizz air"-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი