მუსიკალური ბენდების და შემოქმედებითი ჯგუფების განცხადება

11 ივლისი 2020, 10:36 1463 ნახვა

შემოქმედებითი  ჯგუფები, მუსიკალური ბენდები, შემსრულებლები და არტ მენეჯერები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასევე ბათუმის მერიას, მიმართავენ.  

ამბობენ, რომ კორონა ვირუსის გამო გაუქმებული ღონისძიებების, მათ შორის ფესტივალების გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მანიფესტის ხელმომწერები საუბრობენ ეკონომიკურ კრიზისზე,  კერძო სექტორში და ტურისტების სიმცირეზე აჭარაში. მათი თქმით, სწორედ ამაზე იყო მათი შემოსავლები დამოკიდებული.

ხელოვანები მოითხოვენ მერიამ და სამინისტრომ  შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან, ისეთი კომუნიკაცია დაამყარონ, რომ დაინტერესებულ პირებს საკუთარი აზრის დაფიქსირების და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიის შესაძლებლობა მიეცეთ. მათი თქმით, ამ ეტაპზე ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ ერთეულ ინდივიდებთან შეხვედრებით. ჯერჯერობით  საკითხს ბათუმის მერია და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ გამოხმაურებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში