გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაიბარეს.
უწყება ნიკა გვარამიას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. გვარამია საგამოძიებო უწყებაში დღეს 17:00 საათზეა დაბარებული.
"ნიკა გვარამია დაიბარეს გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაპირებთ შსს-ში გამოცხადებას და გამომძიებელს შევატყობინეთ, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლია მოითხოვონ სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სადაც ჩვენ გამოვცხადდებით და მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას"-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.