მკვლელობა მცხეთაში

08 ივლისი 2020, 18:10 1737 ნახვა

მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირს ისევ მკვლელობის დანაშაულისთვის ეძებენ - მცხეთაში, სოფელ მუხრანში, 28 წლის გიორგი ოკინაშვილმა მამა და ბაბუა მოკლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და თან გაიტაცა მეზობლის მანქანა, რომელიც მოგვიანებით ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა.  ჯერ უცნობია რა გახდა  ოჯახის წევრების მკვლელობის  მიზეზი. სავარაუდო დამნაშავის მეზობლები და ნათესავები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.  ,,მთავართან“  ასევე ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა  და იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავეს ისევ ეძებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი