ახალი საინვესტიციო შეთავაზებები ბიზნესს - აჭარის მთავრობა ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონებს აცხადებს

08 ივლისი 2020, 18:04 1975 ნახვა

საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს.  პანდემიის გავრცელების პირობებში, აჭარის ეკონომიკის სტიმულირების, საინვესტიციო გარემოს და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესისთვის 8 საინვესტიციო შეთავაზება მომზადდა.

პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 62 მლნ ლარია, მხოლოდ საპრივატიზებო ღირებულება კი დაახლოებით 21 მლნ ლარი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, აქტიური სააუქციონო პროცესი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 10 ობიექტი, მიმდინარე წლის ივნისში, აუქციონზე უკვე გავიდა და პროცესი ეტაპობრივად გრძელდება. 

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო-საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი