ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულდა და მოძრაობა დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი გახდა. გზის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.