პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს აკონტროლებს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ. გიორგი გახარიას ასე ჟურნალისტების კითხვას გამოეხმაურა, რომელიც კონგრესმენ მალინის განცხადებას უკავშირდებოდა.
საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე, სადაც ის წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“.
„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდშიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინგადადგმულ ნაბიჯებს განსაკუთრებით ორი კვირის განმავლობაში.
მე მინდა, ჩვენს პარლამენტარებს, ჩვენს მოქალაქეებს მივულოცო როგორც საკონტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც ახლა პროცესშია და დარწმუნებული ვარ, იქნება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.