ცნობილია კლინიკები, სადაც აბიტურიენტებს PCR ტესტირების უფასოდ ჩატარება შეუძლიათ

03 ივლისი 2020, 10:21 2277 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მიმართავს, თუ ეროვნულ გამოცდებამდე მათ ტემპერატურა დაუფიქსირდებათ და ასევე ექნებათ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ექიმს მიმართონ, შემდეგ კი პისიარ ტესტი ჩაიტარონ. 

დღეს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც აბიტურიენტებს შეუძლიათ PCR ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ. 

იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

''საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში ტესტირების ჩატარება ექვს კლინიკაშია შესაძლებელი. 

ამბულატორიული დაწესებულებების სიას, რომლებშიც აბიტურიენტებისთვის PCR ტესტირების ჩატარება მოხდება შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2165.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში