გიორგი შერმადინი ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრი გახდა

27 ივნისი 2020, 17:44 2951 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „იბეროსტარ ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრი გახდა და სეზონის საუკეთესო ხუთეულში შერმფაკუნდო კამპაცოსთან, კლემენ პრეპელიჩთან, ალექს ბუტილთან და ნიკოლა მიროტიჩთან ერთად მოხვდა.

ქართველ კალათბურთელისთვის აღნიშნული ჯილდო, მეორეა. 2016-2017 წლების სეზონზეც მოიპოვა, როცა „ანდორას“ ღირსებას იცავდა. „ლიგა ენდესას“ საუკეთესო ხუთეული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც გულშემატკივრები, ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები მონაწილეობდნენ. 

თორნიკე შენგელია ძირითად ხუთეულში ვერ მოხვდა, ის ესპანური ლიგის მეორე ხუთეულში შევიდა. სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული კი, „ბარსელონას“ კალათბურთელ ნიკოლა მიროტიჩს გადაეცა.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი