სიტყვიერი დაპირისპირება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე

25 ივნისი 2020, 14:07 1334 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე  სოფო კილაძემ სალომე სამადაშვილს უთხრა  რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ადამიანის უფლებები ერთმანეთისგან ისე არიან დაშორებულები, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა.

თავის მხრივ სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს არაკომპეტენტური უწოდა და მოუწოდა პარლამენტის რეგლამენტს გასცნობოდა,  კამათში ადა მარშანიაც ჩაერთო, რომელმაც განაცხადა რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები  არა პარლამენტში, არამედ ციხეში უნდა იჯდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი