ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

25 ივნისი 2020, 10:58 1851 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მესამე ტურის მატჩებით განახლდება. 110 დღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულ ლიგაში დღეს ორი შეხვედრა გაიმართება. ტურის გახსნითი და ამავდროულად ცენტრალური მატჩი თბილისში ორი დედაქალაქური კლუბის თბილისის ,,საბურთალოსა’’ და თბილისის "დინამოს" შორის გაიმართება.

ორი ტურის შემდეგ "საბურთალოს" 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა , ხოლო თბილისის "დინამოს" 2 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს. მატჩი 18:00 მიხეილ მეხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ ბათუმის ,,დინამო’’ გათამაშების დებიუტანტ "თელავს’" დაუპირისპირდება. მატჩი "ანგისის ბაზაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ორი ტურის თავზე გუნდებს 2-2 ქულა აქვთ და მე-5 - მე- 6 ადგილებს ინაწილებენ.

ეროვნული ლიგის ეგიდით მატჩებზე მაყურებლები არ დაიშვებიან. ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები მოედანზე კი შავი სამკლაურებით გავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ავრცელებს. ხოლო უშუალოდ „საბურთალოსა“ და „დინამოს“ ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდე მოედანზე შავი მაისურებით გავლენ. ქართული საფეხბურთო სამყარო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში