აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დღეს, 24 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის დროს, ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისას დაფიქსირდა წარმოებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობის ფაქტი.
კერძოდ, მოხდა შენობის სართულიანობის ცვლილება: ნაცვლად 4 სართულისა, ემატებოდა მეხუთე სართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, რის შედეგადაც შპს „ამბასადორი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება გადაგზავნილია სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით.