წინასაარჩევნო სპორტსმენების მოსყიდვაში ადანაშაულებს ოპოზიცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძის მამასა და აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს. დღეს, პატიმრობაში მყოფი რეზო წულიკიძის მეუღლის ანგარიშზე სოციალური დანიშნულების სახით სახელფასო ხაზინიდან 2000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტიც გაასაჯაროვეს. გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რეზო წულუკიძის ძმა. სწორედ ეს დოკუმენტი უმარებს ოპოზიციას მოსყიდვის ეჭვებს. ის, რომ ბრალდებულ რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახებს, სოციალური დახმარება გაუწიეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავად რამდენიმე დღის წინ დაადასტურა. დღეს, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ ორივე დაკავებულის ოჯახს, ერთჯერადი მატერიალური დახმარება ხელისუფლებამ, მათივე მოთხოვნის საფუძველზე გაუწია.