ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი" თურქეთში აღარ იმყოფება და ის მესამე ქვეყანას გადასცეს - აცხადეbს უფლებადამცველის თამაზ ბაკურიძე. მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულის ექსტრადირებაზე საქართველომ უარი თქვა, ფრენები კი, მხოლოდ ბელარუსიის მიმართულებით იყო და შესაბამისად, ბელარუსის საექსტრადიციო სამსახურში არის ამჟამად გადაყვანილი.
მინდია ლავასოღლი ქართულმა სასამართლომ რამდენიმე მუხლით გაასამარლა, მათ შორის ბრალი დაუმტკიცდა ქურდული სამყაროს წევრობისთვისთვისაც. ის თურქეთში ინტერპოლმა 2018 წელს დააკავა და ბოლო 2 წელია მეზობელ ქვეყანაში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. სწპრედ მინდია ლავასოღლოს საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით 20 დღეზე მეტია ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება და ამ დრომდე 15 ადამიანი თურქეთის საკონსულოსთან შიმშილობს.