სტიკერები პუტინის გამოსახულებით - ანტისაოკუპაციო აქცია კვლავ რუსთაველზე

20 ივნისი 2020, 18:01 2021 ნახვა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, მოეწყო სცენა, ასფალტზე დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად დააკრეს  სტიკერები რომელზეც გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,  სახეზე ნაბიჯებით.რამდენიმე წუთში  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ,  სადაც 20 ივნისის მოვლენები განვითარდა სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და  შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ  რუსეთი ოკუპანტია და მათი ქმედებები 1 წლის შემდეგაც სირცხვილია.

ცნობილია, რომ სამოქალაქო აქტივისტების გარდა სცენას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაიკავებენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი