მოსახლეობის პროტესტი და ქობულეთის მერის პასუხი  

20 ივნისი 2020, 12:43 2081 ნახვა

ქობულეთში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლების მოთხოვნას კვლევითი ინსტიტუტის შენობასთან მდებარე პარკის გახსნასთან დაკავშირებით  ქობულეთი მერი გამოეხმაურა. მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტარაციასთან. ამასთან განიხილება სხვა ალტერნატიული საშუალება რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის შესწავლა დაწყებულია.

ქობულეთში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა  გზა გადაკეტეს. ისინი ამბობდნენ რომ კვლევითი ინსტიტუტის შენობასთან არსებული პარკის გარდა ტერიტორიაზე სხვა რეკრეაციული ზონა არ არის. ცნობისთვის ტერიტორია მას შემდეგ დაიხურა რაც ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მშენებლობა დასრულდა.  სასწავლებლის წარმომადგენლების  განმარტებით, ტერიტორიის ღია სივრცედ გადაქცევა დაუშვებელია და მოსახლეობის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი