1 მაჟორიტარი ბათუმს, 1 ქობულეთსა და ხელვაჩაურს მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების ჩათვლით, დანარჩენი სოფლები კი მაღალმთიანი აჭარის ოლქში გაერთიანდება.
ის, რომ 6 მაჟორიტარული ოლქი ნახევრდება, მოსახლეობის ნაწილმა დღეს, მხოლოდ ჩვენგან გაიგო. წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებთან მისულ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ბევრი მოთხოვნა დახვდებათ. მათ შორის, წყლის პრობლემა სოფელ მახოში. პრობლემების მიმტან და მთავარ აუცილებელ რგოლად განიხილავს, ამომრჩევლის ნაწილი მაჟორიტარებს. ასე ის ადამიანები ფიქრობენ, რომელთათვის საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევანი, სულ ერთი არ არის..