სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთდროულად ჩაკეტილი ბათუმის ქუჩები, ვითარებას განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე ართულებს. გადათხრილი ქალაქის ქუჩები მეტ საცობს და შესაბამისად დისკომფორტსაც ქმნის.
მოქალაქეებს განსაკუთრებით, მათი დროში გაჭიანურება აწუხებთ. თითო მონაკვეთზე რეაბილიტაციისთვის, 3-დან 6 თვემდეა საჭირო.
შექმნილ დისკომფორტზე მერიაში ამბობენ, რომ სხვაგვარად დაგეგმვა არ შეეძლოთ, რადგან სამუშაო ადგილების შერჩევა კონტრაქტორი კომპანიების პრეროგატივაა.