უეფამ საქართველო ბელარუსის მატჩის თარიღი დაამტკიცა

17 ივნისი 2020, 18:58 2040 ნახვა

უეფას აღმასკომის სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით ტარდება, სხვადახვა საკითზებზე იმსჯელეს მათ შორის, ევრო 2020-ის პლეი ოფის ახალი თარიღებიც დაამტკიცეს. უეფა-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი, საქართველო-ბელარუსი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.

სიახლე ის არის, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალები 4-დღიანი შუალედში უნდა გამართულიყო. მაგალითად, საქართველოს ბელარუსთან 26 მარტს უნდა ეთამაშა, გამარჯვებული კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს 31 მარტს შეხვდებოდა. ახლა ცნობილი გახდა, რომ ფინალები ნოემბერში ჩატარდება და გუნდებს დაახლებით ერთი თვე კიდევ ექნებათ ფინალური მატჩისთვის მოსამზადებლად.

უეფა-მ ასევე ახალი ერთთა ლიგის კალენდარიც დაადგინა.საქართველოს ნაკრები ერთა C დივიზიონში ჩრდილოეთ მაკედონიასთან , ესტონეთთან და სომხეთთან იქნება. მატჩები 2020 წლის 3-4-5 და 6-7-8 სექტემბერს, შემდეგ 10-11 და 13- 14 ოქტომბერსს და ბოლოს 14-15 და 17-18 ნოემბერს ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში