ბავშვთა ადრეული განვითარება - კვირეული ბათუმში

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3491 ნახვა

თუ თქვენს პატარებს ქცევითი, მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების დარღვევები აღენიშნება, დროულად ჩართეთ სპეციალისტები. განვითარების შეფერხება მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობას არ გულისხმობს. ის შესაძლოა ნევროლოგიური დარღვევებითაც გამოიხატოს, რის დროულ დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის მეთოდებზე ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია წლებია მუშაობს. დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ნეიროგანვითარებითი დარღვევები” – სამეცნიერო სკოლა გაიხსნა. შეხვედრას სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები, პროფესორები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ. ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის ორგანიზებით ბათუმი საგანმანათლებლო კვირეულს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ქობულეთსა და მაღალმთიანი აჭარიდან სპეციალისტები გადამზადდებიან. ისინი ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების მიერ დაფინანსებული პროგრამით ბავშვებს, რომელთაც განვითარების შეფერხება აქვთ, მომსახურებას გაუწევენ. 

ამავე კატეგორიაში