''ცსკა'' თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკებებს უარყოფს

17 ივნისი 2020, 13:46 1336 ნახვა

რუსული გამოცემა sports.ru-ს წყაროს ინფორმაციით, საკალათბურთო კლუბი "ცსკა" თორნიკე შენგელიასთან მოლაპარაკებებს უარყოფს. კლუბში ამბობენ, რომ კალათბურთელის მიმართ მხოლოდ ინტერესი აქვთ.

"ჩვენ თორნიკესთან გვაქვს ინტერესი, მაგრამ არასწორია იმის თქმა რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ საწყისი ეტაპია"- ამბობს გამოცემის წყარო.

რამდენიმე დღის წინ ბერძნულმა სააგენტომ SDNA-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კლუბი და შენგელია 3 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ესპანური მედია თორნიკეს კითხვები შესაძლო ტრანსფერზე დაუვსვეს, თუმცა ქართველმა სამომავლო გეგმებზე საუბარს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ახლა კონცენტრირებულია მხოლოდ ‘’ბასკონიას’’ გამარჯვებებზე. თორნიკე ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელად წლევანდელ სეზონში მეოთხედ დაასახელეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში