აჭარის მთავრობის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს

16 ივნისი 2020, 23:24 2214 ნახვა

საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობამ ბიზნესისთვის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა. პროექტების მინიმალური საინვესტიციო ღირებულება 22 600 000 ლარია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება დაევალა.

,,არც ერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე. სამინისტრომ უნდა განაგრძოს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო/ საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი