მოიჯარეების აქცია

15 ივნისი 2020, 15:09 1220 ნახვა

საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოიჯარეები სანაპირო ზოლზე საქმიანობის განხორციელებისთვის   ტერიტორიის პირდაპირი წესით გადაცემასა და გადასახედებზე შეღავათების  დაწესებას ითხოვენ.  მოთხოვნები დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობასთან გააჟღერესეს. მათი თქმით, სანაპიროზე წლებია სეზონურად მუშაობენ, თუმცა ხელშეკრულებები  ამოეწურათ.  საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოიჯარეები ვარაუდობენ, რომ აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში ტერიტორიით მსხვილ ბიზნესმენები დაინტერესდებიან და მათთან კონკურენციას ვერ შეძლებენ.  საკითხთან დაკავშირებით ბულვარის ადმინისტრაციაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი