ქედის 5 სოფელში სეტყვა მოვიდა. სეტყვამ ხარაულაში, დანდალოში,კოკოტაურში, ცხმორისში და აბუქეთას ნაწილში ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. დაზიანდა კიტრის, პომიდვრის, თამბაქოსა და სხვა ბოსტნეული კულტურების ნარგავები. ასევე ხეხილი და ვენახი.
ამ დროისთვის, ქედის მერიის ინფორმაციით, მდგომარეობას მერის წარმომადგენლები სწავლობენ, რის შემდეგაც ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც ზარალს დაითვლის.
ფოტო: სოციალური ქსელი