ახალი მოსამართლეები ხვალ ფიცს დადებენ

01 ოქტომბერი 2016, 00:00 1995 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი  მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია ხვალ გაიმართება. უფლებამოსილების ვადა გიორგი პაპუაშვილს და  მასთან ერთად სამ მოსამართლეს გუშინ ამოეწურა.  სამ ვაკანტურ ადგილს თემურ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი დაიკავებენ,  მეოთხე მოსამართლე კი პარლამენტმა უნდა დაასახელოს.  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე პლენუმმა 30 ოქტომბრამდე ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს. პროცედურების მიხედვით, მანამდე მოვალეობას პაპუაშვილის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.  ფიცის დადების ცერემონიალს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაესწრებიან.

ამავე კატეგორიაში