მინდია გორაძის ოჯახის წევრების აქცია

11 ივნისი 2020, 18:18 1659 ნახვა

ორი პირი, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით უკვე  მე-11 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  კლინიკაში გადაიყვანა. თურქეთის საკონსულოსთან ამ დრომდე  14 პირი აგრძელებს შიმშილს.   ე.წ. კანონიერი ქურდის  მხარდამჭერების  მოთხოვნა უცვლელია. ოჯახი მინდია ლავსოღლის საექსტრადაციო  სამსახურს  დაქვემდებარებულ საპატიმროში გადმოყვანას, შემდეგ კი ქართული მხარისთვის მის გადმოცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს მიმართავენ ჩაერთოს პროცესში. მათ თურქეთის საკონსულოსთან  გუშინ გადმოინაცვლეს, მანამდე კი კარვები  აჭარის პროკურატურასთან იყო გაშლილი. საკონსულოსგან ისინი მეზობელ ქვეყანასთან კომუნიაკციას ითხოვენ და პასუხს ორშაბათამდე ელოდებიან.  საკონსულოში აცხადებენ, რომ  აქციის მონაწილეების მოთხოვნები  მათ კომპეტენციას სცდება.  8 ივნისს მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ადვოკატი უწყების წარმომადგენლებს შევხდნენ, თუმცა კონკრეტული პასუხი, როდის მოხდება მსჯავრდებულის ექსტრადაცია, ვერ მიიღეს. პროკურატურის ინფორმაციით საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი