ტელევიდეო კონფერენციის ფორმატში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური შეხვედრა გაიმართება , რომელსაც უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ დინამიკაზე და წარმოადგენს საქართველოს ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით. მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.
(ფოტო:არქივი)