ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი ‘’აჭარის თასი’’ წელს აღარ გაიმართება

11 ივნისი 2020, 10:27 2158 ნახვა

ფეხბურთში ასაკობრივ კატეგორიაში საერთაშორისო ტურნირი ‘’აჭარის თასი’’ წელს აღარ გაიმართება. ინფორმაცია ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

‘’გვინდა გაცნობოთ, რომ მსოფლიო გლობალური პანდემიის გამო 2020 წელს საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში AJARA CUP 2020 ვერ ჩატარდება. შევხვდებით 2021 წელს’’ - წერია ტურნირის ოფიციალურ გვერდზე.

გასულ წელს ბათუმში აჭარის თასსზე 4 ქართული და 4 უცხოური კლუბების ასაკობივი გუნდები ასპარეზობდნენ. ტურნირში ბათუმის ‘’დინამო’’, თბილისის ‘’დინამო’’, ‘’საბურთალო’’, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია, გერმანული ‘’ბაბელსბერგი’’, დუბაის ესპანური აკადემია, ‘’პსვ’’ და ‘’ვალენსია’’ მონაწილეობდნენ. 

‘’აჭარის თასის’’ 2019 წლის ჩემპიონი კი ‘’პსვ ეინთჰოვენი’’ გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში