ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის რეაბილიტაცია

10 ივნისი 2020, 11:25 2575 ნახვა

ხიხანის ციხის ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება ბილიკზე მანიშნებლების  მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება. ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზღვის დონიდან  2 ათას 236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის  მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი