დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოცდაზე არ დაიშვება ადამიანი, რომელიც არ იქნება ტესტირებული წინასწარ და ექნება სიმპტომები ბოლო დღეების განმავლობაში."
"ასეთი აბიტურიენტები არ დაიშვებიან გამოცდაზე, რადგან ისინი მიიჩნევიან, როგორც შესაძლო შემთხვევად და შესაძლო შემთხვევა აუცილებლად ექვემდებარება ლაბორატორიულად დადასტურებას.
არის გამოცდებს შორის მეორე ეტაპი. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კოვიდზე ტესტი უარყოფითი, პირველ გამოცდაზე დაიშვა მცირე სიმპტომებით, მისთვის ასევე სასურველი და აუცილებელი იქნება კოვიდ ტესტის გადამოწმება და ესეც მას ფინანსურად არ დააწვება. სახელმწიფო ამას თავის თავზე აიღებს. რადგან პირველ ჯერზე კოვიდი შეიძლება დადებითი არ იყოს და 3-4 დღის შემდეგ გამოჩნდეს.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარდეს მშვიდად და არ გახდეს ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკად"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.