ბათუმის ,,დინამოს’’ ფეხბურთელმა ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა ნაადრევად დაასრულა

09 ივნისი 2020, 11:17 2548 ნახვა

ბათუმის ,,დინამოს’’ ფეხბურთელმა, ნიკოლოზ საბანაძემ საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაციას ,,აჭარასპორტი’’ ავრცელებს.

ფეხბურთელმა 2019 წლის ივლისში მძიმე ტრავმა მიიღო და 8 თვე სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, ნიკოლოზი წელს განახლებულ სეზონში დაბრუნდა და ორი შეხვედრა შეცვლაზე ითამაშა, თუმცა ხერხემლის ტრავმის გამო იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა.

თავდამსხმელი ბათუმურ კლუბში 2018 წლიდან ასპარეზობდა და ,,დინამოს’’ მაუსურით 47 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.

საბანაძე სხვადასხვა დროს ირანულ ‘’სიაჰში’’ , კვიპროსულ ‘’ეთნიკოსში’’, ‘’ზესტაფონში’’, ‘’სამტრედიაში’’, მარტვილის ‘’მერანში’’, თბილისის ‘’დინამოში’’, ‘’საბურთალოში’’ და ქუთაისის ‘’ტორპედოში’’ ასპარეზობდა.

ქუთაისურმა კლუბმა საბანაძეს სპეციალური პოსტი მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა კლუბში გატარებული დროისთვის. საბანაძემ ყველაზე მეტი შეხვედრა სწორედ იმერული კლუბის მაისურით ითამაშა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი