ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

09 ივნისი 2020, 10:33 2102 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ბულვარში განთავსებული სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეებს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ  მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და გააცნო ის შეღავათები, რომელიც რეგიონში მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება, კერძოდ, ბათუმის ბულვარში განთავსებული სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გათავისუფლდებიან იჯარის  სამი თვის გადასახადისგან.
შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები.

 შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტრკარაძე და ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი