„ეკონომიკური გახსნის“ მორიგი ეტაპი ქვეყანაში

08 ივნისი 2020, 19:56 1940 ნახვა

3 თვიანი პაუზის შემდეგ, რესტორნები სტუმრებს უკვე შიდა სივრცეებში იღებენ. ჰიგიენური წესების დაცვა მკაცრი კონტროლის ქვეშაა. დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

გაიხსნა შესაბამისი ნებართვის მქონე სასტუმროებიც, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა აქვთ. მარტის შემდეგ, დღეიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. მძღოლებისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელების ნაწილია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის გაძვირება არ იგეგმება. მთავარი რეკომენდაცია, აქაც პირბადის ტარებაა. მატარებლით მგზავრობას კი ზუსტად 1 კვირაში შეძლებთ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში