კვლავ გაურკვეველი რჩება მოხდება თუ არა კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება, თურქეთში დაკავებულის ოჯახის წევრი და ადვოკატები დღეს გენერალური პროკურატურიდან ისევ კონკრეტული პასუხის გარეშე გამოვიდნენ, როგორც უწყებაში აცხადებენ, პროცედურები დაწყებულია. ლავასოღლის მხარდამჭერები კი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე განაგრძობენ პროტესტის უკიდურეს ფორმას,.