როდის გაიხსნება ღია ტიპის საცურაო აუზები უცნობია

08 ივნისი 2020, 16:20 1877 ნახვა

როდის განაახლებენ ღია ტიპის საცურაო აუზები ფუნქციონირებას ამ ეტაპზე უცნობია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ყველაფერი გაიხსნება, მაგრამ თავის დროზე.

"ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება ისედაც ყველაფერი დაჩქარებული წესით მოხდა. გაიხსნება აუზებიც, მაგრამ იქაც შესამუშავებელი იქნება გარკვეული რეკომენდაციები, განსხვავებული, იმიტომ, რომ სასტუმროში არის ფიქსირებული, სასტუმროს დამსვენებელი, ღია აუზებზე ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს დასარეგულირებელი იქნება, ყველაფერი გაიხსნება, მაგრამ თავის დროზე"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, განცხადებით ღია აუზებთან მიმართებით სპეციალური პროტოკოლი შემუშავდება და ისინი მუშაობას მალე განაახლებენ.

"სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა მხოლოდ ინსპექციის შემოწმების შემთხვევაში და ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შესაბამისაც აუზი, რომელიც ასეთი ტიპის დაწესებულებაშია შეესაბამება სტანდარტებს და ასევე სტუმრები, რომლებიც სასტუმროებშია მათი აღრიცხვა ხდება და რისკი ნაკლებია.

რაც შეეხებათ ღია ტიპის აუზებს, აქ მოქალაქეთა ძალიან დიდი ინტერესია და ინტენსივობა მაღალია, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში სპეციალური პროტოკოლი მათზეც შემუშავდება და ისინი განაახლებენ მუშაობას"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი