შერეული ორთაბრძოლების ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ "თვითერზე" გამოაქვეყნა.
ყოფილი ჩემპიონის ეს განცხადება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაკგრეგორი უკვე ორჯერ იყო წასული დიდი სპორტიდან, თუმცა იანვარში დაბრუნდა და ოქტაგონზე დონალდ სერონე დაამარცხა.