საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის დაყენების მოთხოვნით, ამ წუთებში მაუწყებლის შენობასთან, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
ამ მოთხოვნით მე-8 დღეა, შიმშილობას საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ალექსანდრე მილორავა. თუ მრჩეველთა საბჭო, დირექტორს არ გადააყენებს, პროტესტის მონაწილეები, მრჩევლების გადარჩევის საკითხის დაყენებას აპირებენ