აჭარის მაუწყებლის ადმინისტრაცია ალექსანდრე მილორავას პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს

05 ივნისი 2020, 15:04 1618 ნახვა

პოლიტიკური დაკვეთების შესრულებასა და მაუწყებლის ფუნქციებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ადმინისტრაცია მაუწყებლის ეზოში დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ალექსანდრე მილორავასა და აქციის სხვა მონაწილეებს. განცხადება დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სხვა თანამშრომლებთან ერთად გააკეთა. 

ემზარ პაქსაძეს თან ჰქონდა მასალები, რომლითაც როგორც ამბობს დასტურდება აქციის მონაწილეების პოლიტიკური მიზნები. მათ შორის ალექსანდრე მილორავასა და შოთა ცაავას, რომლებიც პაქსაძის განმარტებით მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ.

ალექსანდრე მილორავა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „ევროპული საქართველოს“ სახელით იყრიდა კენჭს და მან პარტიას 1000 ლარი შეწირა

მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსის  განცხადებით აქციის მონაწილეები  ზეწოლას ახდენენ თანამშრომლებსა და მაუწყებელზე, რაც მისი თქმით, კანონდარღვევაა.  

ზეწოლის მცდელობას  გამორიცხავს  ალექსანდრე მილორავა, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადადგომის მოთხოვნით უკვე მერვე დღეა შიმშილობს. იგი არ  უარყოფს, რომ  „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ასევე თანხა შეწირა პარტიას როგორც ამბობს საკუთარი პიარკამპანიისთვის.  ალექსანდრე მილორავას განცხადებით მას  ევროპულ საქართველოსთან უკვე აღარაფერი აკავშირებს.                     

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში